ტრამპის საპრეზიდენტო კამპანიის ქეისი
დასკვნა
Big data-ზე, კერძოდ პოლიტიკურ ნეირომარკეტინგზე 2.0 დაფუძნებული პოლიტიკური მარკეტინგი, აშშ-ში ძირითადი ბიზნესი გახდა. 2016 წელს დონალდ ტრამპის საპრეზიდენტო კამპანია იყო და რჩება ერთ-ერთ მთავარ მინიშნებად იმისა, რომ პოლიტიკურ მარკეტოლოგებს პოლიტიკის მომხმარებელზე ძალიან ბევრი ინფორმაცია აქვს. ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიის მენეჯერებმა, როგორც ჩანს, Big data 2.0-ის მაინინგის ნეირომარგეტინგთან გაერთიანების გზით, ახალი ტიპის პოლიტიკური მარკეტინგის დანერგვაში წარმატებას მიაღწიეს. Facebook-ის მილიონობით მომხმარებელზე CA-ს მიერ მონაცემების მეტა-ფსიქომეტრულმა ანალიზმა და შემდეგ მისი გამოკითხვების შედეგებთან და აშშ-ს ისტორიაში საპრეზიდენტო არჩევნების ხმის მიცემის არსებული ჩანაწერების შედეგებთან კომბინაციით, ტრამპის ნეირომარკეტინგი 2.0 პოლიტიკურმა გუნდმა ადვილად შეძლო საკუთარი პოლიტიკური მარკეტინგული სტიმულების გადამოწმება და ძირითადად, Facebook-ის სარეკლამო პლატფორმების გამოყენებით, ელექტრონული კამპანიის გზით, ამერიკელი ამომრჩევლების ფართო წრის ონლაინ ტარგეთინგისათვის, მესიჯების ყველაზე მისაღები და ეფექტური მობილიზაცი. თუმცა, აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში სოციალურ ქსელებზე დაყრდნობა არ ახალია, ვინაიდან ის აქტიურად გამოიყენებოდა 2008 და 2012 წლებში ყოფილი პრეზიდენტის ბარაკ ობამას მიერ. ტრამპის კამპანიაში მისი გამოყენება, ადრე არსებული ელექტრონული კამპანიებისაგან რადიკალურად განსხვავდებოდა. სხვა სიტყვებით, თუ ზოგიერთმა მეცნიერმა ობამა „სოციალურ ქსელებში პირველ პრეზიდენტად“ აღიარა (Katz et al., 2013), ტრამპს Big data 2.0-ის პირველი პრეზიდენტი შეიზლება ვუწოდოთ.
სოციალური მკვლევარების უმრავლესობა გამუდმებით იმეორებს, რომ ტექნოლოგია „ორლესური ხმალია“ Bailard, 2014; Chan, 2014). პოლიტიკური ნეირომარკეტინგი 2.0 არ იყო და არ გახდება ამ წესის გამონაკლისი, ვინაიდან სახელისუფლო სტრუქტურებზე სულ უფრო მეტ გავლენას ახდენს და არა მარტო არჩევნებზე ხმების სეზონურ ზრდას, არამედ გადაწყვეტილების მიღების პროცესებსაც ეხმარება. პოლიტიკური აკადემიური საზოგადოება მოწოდებულია იმოქმედოს სწრაფად და სერიოზულად, რათა შეიმუშავოს მეტი თეორიული, მეთოდოლოგიური და ემპირიული კვლევა. კვლევებში შეეცდებიან პრობლემების, მრავალ ქვეყანაში დემოკრატიის ხარისხთან ახალი პოლიტიკური მარკეტინგული მიდგომის კავშირის, აგრეთვე პირადი ხელშეუხებლობის დაცვასა და მომავალი პოლიტიკური ნეირომარკეტინგის 2.0-ის მიმართ დამოკიდებულებას შორის რთული ბალანსის მიღწევის განხილვას. სინამდვილეში, მთელ მსოფლიოში მსხვილმასშტაბური ინტეგრირებული სამეცნიერო კვლევების შესამუშავებლად, ხელისუფლების და big data 2.0 ინდუსტრიის რეალური მხარდაჭერის გარეშე ამ ოცნებას ახედენა არ უწერია. სამართლებრივი, ეთიკური და ტექნიკური ჩარჩოების ფარგლებში, მონაცემების შეგროვების, შენახვის და გაცვლის რეგულირებისათვის შეთანხმებული ნაკრების შემუშავებისას მათი არსებითი დახმარება აუცილებელია.
ავტორი: ტრეისი ჯონსი